ენცო მარესკა - ლონდონის „ჩელსი“ მიხაილო მუდრიკს მხარდაჭერას უცხადებს #1TVSPORT
ენცო მარესკა - ლონდონის „ჩელსი“ მიხაილო მუდრიკს მხარდაჭერას უცხადებს #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა ენცო მარესკამ გუნდის უკრაინელი თავდამსხმელის, მიხაილო მუდრიკის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

23 წლის ფეხბურთელი დოპინგის მოხმარებაში დაადანაშაულეს. გამოძიება გრძელდება და შესაძლოა მოთამაშემ ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიიღოს.

როგორც ენცო მარესკა ამბობს, კლუბს მუდრიკის ჯერა და მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„ყველას გვჯერა, რომ მიხაილო მუდრიკი უდანაშაულოა. დარწმუნებული ვარ, მალე დაგვიბრუნდება. არ ვფიქრობ, რომ მისი კარიერა „ჩელსიში“ დასრულებულია. მხოლოდ ის არ ვიცით, როდის მოხდება ეს. მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ“, – განაცხადა ენცო მარესკამ.

უკრაინელი ფეხბურთელი ლონდონის „ჩელსიმ“ 2023 წელს დონეცკის „შახტარიდან“ 100 მილიონ ევროდ შეიძინა.