ენცო ფერნანდესი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ენცო ფერნანდესი ლონდონის „ჩელსის“ დატოვებს და კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, „მანჩესტერ სიტი“ არგენტინელი ნახევარმცველის სანაცვლოდ ლონდონურ კლუბს 125 მილიონ ფუნტს გადაუხდის და ფეხბურთელთან მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ენცო ფერნანდესს მხოლოდ „მანჩესტერ სიტიში“ სურდა გადასვლა და სხვა ვარიანტებს კარიერის გასაგრძელებლად არ განიხილავდა.
25 წლის არგენტინელი „ჩელსის“ წევრი 2023 წლის იანვარში გახდა – გუნდის მაისურით მან 170 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.
🚨💣 BREAKING: Enzo Fernández to Manchester City, HERE WE GO! 🇦🇷
Deal in place for fee over £125m after a long negotiation as Chelsea approved the sale.
Enzo only wanted Manchester City and he’s now set for medical at #MCFC. pic.twitter.com/R8rGpD24rc
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 1, 2026