„ენბიეიმ“ ყველა ვარსკვლავის კონკურსებში მონაწილე ყველა კალათბურთელი დაასახელა
„ენბიეიმ“ ყველა ვარსკვლავის კონკურსებში მონაწილე ყველა კალათბურთელი დაასახელა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველა ვარსკვლავის მატჩი წელს შარლოტში შედგება. თუ როგორი იქნბება გუნდების საბოლოო სახე, ეს ხვალ გახდება ცნობილი, როდესაც ლებრონ ჯეიმსი და გიანის ანტეტოკუნმპო საკუთარ შემადგენლობებს აირჩევენ, თუმცა შეხვედრის გარდა, კალათბურთის მოყვარულებს სამქულიანების, ჩატენვების და კიდევ ერთ კონკურსი ელით.

საკუთარი შესაძლებლობების უკეთე წარმოჩენაში ერთმანეთს „დენვერ ნაგეთსის“ მძიმე ფორვარდი ნიკოლა იოკიჩი, „დალასის“ ახალწვეული ლუკა დონჩიჩი, მაიკ კონლი (მემფისი), ჯეისონ ტატუმი (ბოსტონი), ტრაეი იანგი (ატლანტა), დე აარონ ფოქსი (საკრამენტო), კაელ კუზმა (ლეიკერსი) და ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლანდო) შეეჯიბრებიან.

სამქულიანების კონკურსში წელს საუკეთესოს ტიტულისთვის კრის მიდლტონი (მილუოკი), სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), კემბა ვოკერი (შარლოტი), დემიან ლილარდი (პორტლენდი), დირკ ნოვიცკი (დალასი), დენი გრინი (ტორონტო), სეტ კარი (პორტლენდი), დევინ ბუკერი (ფინიქსი), ჯო ჰარისი (ბრუკლინი) და ბადი ჰილდი (საკრამენტო) იბრძოლებენ. ჩ

ჩატენვების კონკურსში კი დენის სმიტ ჯუნიორი (ნიუ იორკი), მაელს ბრიჯესი (შარლოტი), ჯონ კოლინსი (ატლანტა) და ჰამიდუ დიალო (ოკლაჰომა) გამოვლენ.