ემზარ კვიციანი - „ქურდული ტრადიციები“ გადმოსულია ქართული, კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს
ემზარ კვიციანი - „ქურდული ტრადიციები“ გადმოსულია ქართული, კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს

„ქურდული ტრადიციები“ გადმოსულია ქართული, კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს, – ამის შესახებ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კვიციანმა აღნიშნა, ე.წ. ქურდული ტრადიციებისთვის 223-ე პრიმა მუხლით დასჯა ახალგაზრდა ქართველების გენოციდისთვის არის გამოგონებული.

„ხუთი ახალგაზრდა დაიჭირეს იმის გამო, რომ 20 თუ 30 ლარი ვიღაცა „კანონიერი ქურდის“ დედას შეუგროვეს, რათა შვილის სანახავად ჩავიდეს. ან რა არის ეს „ქურდული ტრადიციები“? ვინმე დაფიქრებულა ამაზე? ეს „ქურდული ტრადიციები“ გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, გადმოსულია კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც, „ქურდული“ დაარქვეს. ჩვენც ამ კავკასიური და ქართული ტრადიციების გულისთვის ციხეში გავუშვათ ყველა, ჩვენც ჩავჯდეთ. რაღაც მართლა მოსაფიქრებელია ამასთან დაკავშირებით, ეს არის სპეციალურად გაკეთებული. გასაგებია, რომ რუსეთს აწყობდა, მთელი „ქურდული სამყარო“ წასულიყო დასავლეთში, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ? ქართველები რა შუაში ვართ?“, – აღნიშნა დეპუტატმა კვიციანმა.