ემრე ჯანის ულამაზესმა გოლმა „დორტმუნდს“ ვერ უშველა (ვიდეო)
ემრე ჯანის ულამაზესმა გოლმა „დორტმუნდს“ ვერ უშველა (ვიდეო)

გერმანიის ბუნდესლიგაში შეწყდა „დორტმუნდის“ სამმატჩიანი მოგებათა სერია. ლუსიენ ფავრის გუნდი ორჯერ იგებდა შეხვედრას – 2:1 და 3:2, მაგრამ, საბოლოოდ, 3:4 დამარცხდა.

პირველად ვერ შეძლო „დორტმუნდის“ რიგებში გოლის გატანა ახალწვეულმა ერლინგ ჰაალანდმა, რომელმაც მანამდე ოთხ მატჩში რვა გოლი შეაგდო.

სამაგიეროდ, დორტუნდელთა რიგებში დებიუტი გოლით აღნიშნა ემრე ჯანმა, რომელსაც ულამაზესი შორეული დარტყმა გამოუვიდა.

„დორტმუნდმა” დაკარგა „ბაიერნის” დაწევის შანსი და ცხრილში 39 ქულით მესამე ადგილზე დარჩა. 37 ქულით მეხუთე ადგილზე „ლევერკუზენი“ გადავიდა.