ემპოლის თავდამსხმელი - ორი წლით ბათუმის დინამოში
ემპოლის თავდამსხმელი - ორი წლით ბათუმის დინამოში

ბათუმის დინამო სეზონისთვის ემზადება, გუნდის ხელმძღვანელობა კი საკადრო საკითხების მოგვარებას ცდილობს. კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, ახალი სეზონიდან გუნდში კარიერას რომან ჭანტურია გააგრძელებს.

„იტალიურ ემპოლისთან იჯარის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია. 22 წლის ფორვარდი რომან ჭანტურია კარიერას ბათუმის დინამოში გააგრძელებს. კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელი ჩვენს რიგებში 2020 წლის ბოლომდე ითამაშებს“, – წერია ბათუმელთა ოფიციალურ ვებგვერდზე.

22 წლის რომან ჭანტურია იტალიაში 16 წლისა წავიდა და ემპოლის საფეხბურთო აკადემიაში იზრდებოდა, იყო გუნდის დუბლშემადგენლობის ბომბარდირი და მთავარ გუნდშიც დააწინაურეს. მაგრამ იჯარით თამაშობდა პორტუგალიურ ოლანენსეში, სერია C-ს პრატოში, თბილისის ლოკომოტივსა და მალტურ ატლეტიკში.