ემპოლის მთავარი მწვრთნელი – მჭედლიძეს სათამაშო დრო უნდა მივცეთ

14:07, 28.09.2018
EMPOLI, ITALY - SEPTEMBER 27: Aurelio Andreazzoli manager of Empoli FC gestures during the serie A match between Empoli and AC Milan at Stadio Carlo Castellani on September 27, 2018 in Empoli, Italy.  (Photo by Gabriele Maltinti/Getty Images)

„ემპოლის“ მთვარმა მწვრთნელმა აურელიო ანდრეაცოლიმ „მილანთან“ მოპოვებული ქულის (1:1) შემდეგ ლევან მჭედლიძეზე ილაპარაკა და გუნდისთვის ქართველი ფორვარდის მნიშნელობას ხაზი გაუსვა.

„ლევანზე დიდ იმედებს ვამყარებთ და დიდი ხანი ველოდებოდით, მოედანს როდის დაუბრუნდებოდა. ახლა მას მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცეს, თავდაჯერებულობა რომ დაუბრუნდეს და დაიჯეროს, რომ გუნდში მნიშნელოვანი როლის თამაში შეუძლია. ამაში ლევანს „მილანთან“ მოპოვებული პენალტიც დაეხმარება. ის ჩვენმა ტიფოზებმაც კარგად მიიღეს“, – ამბობს ანდრეაცოლი.

2017 წლის 24 აპრილის შემდეგ, ლევან მჭედლიძემ ოფიციალური შეხვედრა 1 წლისა და 5 თვის შემდეგ პირველად ჩაატარა – საქართველოს ნაკრების 28 წლის თავდამსხმელმა „როსონიერისთან“ იტალიის სერია ა-ს მე-6 ტურის საშინაო შეხვედრაში „მილანთან“ შეცვლაზე ითამაშა და გუნდს მნიშნელოვანი ქულის მოპოვებაში დაეხმარა. ერთად-ერთი გოლი „ემპოლიმ“ სწორედ მჭედლიძის მოპოვებული პენალტით გაიტანა.

მსგავსი