„ემპოლი“ კონკურენტ „ვენეციასთან“ ქულას დასჯერდა, გოგლიჩიძემ 90 წუთი ითამაშა #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძისა და საბა საზონოვის „ემპოლიმ“ იტალიის სერია A-ში უშუალო კონკურენტ „ვენეციას“ უმასპინძლა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა – 2:2, რაც, შესაძლოა, გუნდს დაქვეითების ფასად დაუჯდეს.
სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ორივე გუნდს 24-24 ქულა ჰქონდა და მოგებით აუტსაიდერთა ზონას თავს დააღწევდა, მაგრამ დაძაბულ დაპირისპირება ფრედ დასრულდა – „ემპოლიმ“ ჩემპიონატში ზედიზედ მე-18 მატჩი ვერ მოიგო.
საბა გოგლიჩიძე „ემპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და საშუალო შეფასება, 6.5 ქულა მიიღო. საბა საზონოვი კი რეაბილიტაციას გადის და ჯერ ვერ თამაშობს.
იტალიის სერია A-ში ჩატარებული 33 ტურის შემდეგ „ემპოლი“ 25 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და ლიგაში დარჩენის ზონაში მყოფ „ლეჩეს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.