„ემპოლი“ იტალიის თასის მეოთხედფინალშია - გოგლიჩიძეს „ფიორენტინასთან“ არ უთამაშია #1TVSPORT
„ემპოლი“ იტალიის თასის მეოთხედფინალშია - გოგლიჩიძეს „ფიორენტინასთან“ არ უთამაშია #1TVSPORT

საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ იტალიის თასის 1/8-ფინალში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

სტადიო არტემიო ფრანკიზე“ გამართულ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების მცველი განაცხადში არ იყო – მწვრთნელმა რობერტო დავერსამ მას დასვენების შესაძლებლობა მისცა.

ემპოლიმ“ თამაში სწრაფი გოლით გახსნა – მასპინძლების კარი მე-4 წუთზე შვედმა თავდამსხმელმა, ემანუელ ეკონგმა აიღო. მეორე ტაიმი „ფიორენტინამ“ უკეთ დაიწყო და 59-ე წუთზე მოიზე კინმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 70-ეზე „ფიორენტინა“ წინ რიკარდო სოტილმა გაიყვანა.

„ემპოლის“ თავდამსხმელმა სებასტიანო ესპოზიტომ ანგარიში ისევ გაათანაბრა და გამარჯვებულის გამოსავლენად ჯერ დამატებითი დრო, შემდეგ კი პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც „ემპოლიმ“ უკეთ შეასრულა და იტალიის თასის 1/4-ფინალში გავიდა.