„ემნესტი ინტერნეიშენალი“ - ყატარში მუშების უფლებები ისევ უხეშად ირღვევა
„ემნესტი ინტერნეიშენალი“ - ყატარში მუშების უფლებები ისევ უხეშად ირღვევა

ყატარში, სადაც 2022 წელს ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, მშენებლობებზე მომუშავე ადამიანების უფლებები ისევ უხეშად ირღვევა, აცხადებენ საერთაშორისო ორგანიზაცია „ემნესტი ინტერნეიშენალში“. ორგანიზაციის ახალ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ათასობით მუშა იძულებულია, უხელფასოდ იმუშაოს.

„ემნესტი“ მოუწოდებს ყატარის ხელისუფლებას, დაასრულოს ადამიანების ექსპლუატაციის სამარცხვინო პრაქტიკა.

„მიუხედავად დადებული პირობისა, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე სიტუაცია გამოსწორდებოდა, ქვეყანა კვლავ რჩება მუშათა უფლებების დარღვევის ადგილად“, – აცხადებს ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე სტივენ კოკბერნი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 22-ე ჩემპიონატი ფეხბურთში ყატარში გაიმართება და აზიური ქვეყნის კლიმატური თავისებურებების გამო, ტურნირი წელიწადის უჩვეულო დროს, შემოდგომა-ზამთარში (22 ნოემბერი – 18 დეკემბერი) ჩატარდება.

დატოვე კომენტარი