ემილიანო მარტინესის ტრანსფერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჩაიშალა - მეკარის დამატება „გალათასარაის“ სურს #1TVSPORT
არგენტინელი მეკარის, ემილიანო მარტინესის ტრანსფერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჩაიშალა, რადგან ინგლისურმა კლუბმა „ანტვერპენის“ მეკარესთან, სენე ლემენსთან შეთანხმებას მიაღწია.
თურქული მედიის ცნობით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონის დამატების სურვილი „გალათასარაიმ“ გამოთქვა და მზადაა, ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაუხადოს.
სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე საათები რჩება და თურქულ კლუბს ფეხბურთელის გადასაბირებლად მაქსიმუმის გაკეთება მოუწევს.
ემილიანო მარტინესი 2023 და 2024 წლებში ფიფა-მ მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ დაასახელა.