ემილიანო მარტინესი კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს #1TVSPORT

11:37, 28.08.2026

„ჩელსიმ“ და „ასტონ ვილამ“ ემილიანო მარტინესის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

სატრანსფერო სიახლეების ექსპერტის თქმით, „ჩელსი“ არგენტინელი მეკარის სანაცვლოდ ბირმინგემულ კლუბს 7.5 მილიონ ფუნტს გადაუხდის.

მარტინესმა „ჩელსისთან“ პირადი კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმა და გარიგება ოფიციალურ სახეს მალე მიიღებს.

33 წლის არგენტინელი „ასტონ ვილაში“ 2020 წელს ჩაირიცხა და გუნდის მაისურით 256 მატჩი ჩაატარა. მარტინესმა 2026 წელს ევროპის ლიგა მოიგო.

მსგავსი