ემბიდი მაიკლ ჯორდანს ყველა დროის საუკეთესოდ არ მიიჩნევს [ვიდეო]
ემბიდი მაიკლ ჯორდანს ყველა დროის საუკეთესოდ არ მიიჩნევს [ვიდეო]

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ბევრს საუბრობენ, თუ რომელია ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი. ადამიანთა უმეტესობა არჩევანს მაიკლ ჯორდანზე ან ლებრონ ჯეიმსზე აკეთებს.

„ფილადელფიას“ ცენტრი ჯოელ ემბიდი აცხადებს, რომ მისი აზრით „ჩიკაგო ბულსის“ ლეგენდა მაიკლ ჯორდანი საუკეთესო არ არის.

„ჩემთვის საუკეთესო ვილტ ჩემბერლენია. ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა ამ თამაშში 100 ქულის დაგროვება. მან კი შეძლო“, – ამბობს ემბიდი.