ემანუელ პეტი - „არსენალის“ ფეხბურთელთა 75 პროცენტი არ იმსახურებს კლუბის მაისურის ტარებას
ემანუელ პეტი - „არსენალის“ ფეხბურთელთა 75 პროცენტი არ იმსახურებს კლუბის მაისურის ტარებას

„არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ემანუელ პეტიმ აზრი გამოთქვა ლონდონური კლუბის ფორვარდ პიერ-ემერიკ ობამეიანგზე და მთლიანად გუნდზე.

„ობამეიანგის ადგილას მე დავტოვებდი „არსენალს“. გუნდში არის რამდენიმე ნიჭიერი მოთამაშე, მაგრამ ამ კლუბში დიდი წარმატებების მიღწევის სურვილით მოდიან. დღეს, „არსენალი“ ის აღარ არის და სამწუხაროდ, საშუალო გუნდად ყალიბდება.

მეცოდებიან ფანები და ადამიანები მთელი მსოფლიოდან, ვისაც უყვარს ეს კლუბი. ასევე მეცოდებიან ყოფილი ფეხბურთელები, რომლებიც ცდილობენ „არსენალის” რეპუტაციის შენარჩუნებას. მაგრამ არ მეცოდებიან მოქმედი ფეხბურთელები. ჩემი აზრით, გუნდის მოთამაშეთა 75 პროცენტი არ იმსახურებს კლუბის მაისურის ტარებას,“ – განაცხადა პეტიმ.

სეზონის განახლების შემდეგ, „არსენალმა“ ორიდან ორი მატჩი წააგო და ახლა, მე-10 ადგილზეა ცხრილში.