ემანუელ მაკრონმა საზაფხულო რეზიდენციაში ვლადიმერ პუტინს უმასპინძლა
ემანუელ მაკრონმა საზაფხულო რეზიდენციაში ვლადიმერ პუტინს უმასპინძლა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საზაფხულო რეზიდენციაში რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მიღების შემდეგ ლიდერებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს დემოკრატიის საერთაშორისო პრინციპებს. საფრანგეთის პრეზიდენტი იმედს იტოვებს, რომ შეხვედრის დროს მიღწეული იქნება პროგრესი უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით.

ვლადიმერ პუტინს შეკითხვა დაუსვეს რუსეთში ჩატარებულ მასობრივ საპროტესტო აქციებსა და დაკავებულებზე. პუტინმა განაცხადა, რომ ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება და ეს უფლება არც რუსეთშია დარღვეული, საპროტესტო აქციების ერთ-ერთ მაგალითად მან საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციები მოიყვანა.

თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის აქციებსა და საფრანგეთში მიმდინარე დემონსტრაციებს შორის განსხვავებას ხედავს და რომ საფრანგეთი მუდმივად იცავს კონსტიტუციასა და გამოხატვის თავისულებას.