ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში აქციებზე მომხდარ არეულობას სირცხვილი უწოდა
ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში აქციებზე მომხდარ არეულობას სირცხვილი უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მომხდარ არეულობას სირცხვილს უწოდებს. ეს განცხადება ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა. მან ასევე მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს სიმამაცისა და პროფესიონალიზმისთვის.

„მადლობა ჩვენს სამართალდამცველებს მათი სიმამაცისა და პროფესიონალიზმისთვის. სირცხვილი მათ, ვინც მათ თავს დაესხა. სირცხვილი მათ, ვინ ზიანი მიაყენა სხვა მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს. სირცხვილი მათ, ვინც ემუქრებოდა არჩეულ საჯარო მოხელეებს. ამგვარ ძალადობას რესპუბლიკაში ადგილი არ აქვს“, – წერს ემანუელ მაკრონი.

პარიზში საწვავის ფასის ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც არეულობაში გადაიზარდა. საფრანგეთის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლებში სულ 100 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.