ემანუელ მაკრონი - უკრაინაში საზარელი დანაშაული ჩაიდინეს, რუსეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს, სამართლიანობის გარეშე მშვიდობა არ არსებობს
ემანუელ მაკრონი - უკრაინაში საზარელი დანაშაული ჩაიდინეს, რუსეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს, სამართლიანობის გარეშე მშვიდობა არ არსებობს

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა აგოს პასუხი უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის. ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ „ტვიტერით“ გაავრცელა.

მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ ომის 50 დღის განმავლობაში საფრანგეთმა უკრაინის არმიას 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ტექნიკა გადასცა და კიდევ გააგრძელებს კიევის დახმარებას.

გარდა ამისა, საფრანგეთი უკრაინას 24 სახანძრო მანქანას და 50 სასწრაფო დახმარების ავტომობილს გადასცემს.

„უკრაინაში საზარელი დანაშაული ჩაიდინეს. ჩვენი ექსპერტები მუშაობენ ადგილზე და ეხმარებიან უკრაინელ და საერთაშორისო სასამართლო ორგანოების წარმომადგენლებს, რათა მათ შეაგროვონ მტკიცებულებები და დაადგინონ დამნაშავეები. რუსეთის ხელისუფლებამ უნდა აგოს პასუხი. სამართლიანობის გარეშე მშვიდობა არ არსებობს“, – წერს ემანუელ მაკრონი.