ემანუელ მაკრონი - უკრაინა თუ ითხოვს მოკავშირე ძალების ყოფნას თავის ტერიტორიაზე, რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, დათანხმდეს ამას თუ არა
ემანუელ მაკრონი - უკრაინა თუ ითხოვს მოკავშირე ძალების ყოფნას თავის ტერიტორიაზე, რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, დათანხმდეს ამას თუ არა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთს არ ექნება უფლება, გადაწყვიტოს, განთავსდება თუ არა უცხოური ჯარები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად.

„თუ უკრაინა ითხოვს მოკავშირე ძალების ყოფნას თავის ტერიტორიაზე, რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, დათანხმდეს ამას თუ არა“, – თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა, რომლებიც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობენ ნებისმიერი შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, შესაძლოა, გაგზავნონ რამდენიმე ათასი ჯარისკაცი საკვანძო პუნქტებში.

როგორც მედია წერს, მაკრონი გულისხმობს, რომ სამშვიდობო ძალა უნდა შედგებოდეს რამდენიმე ათასი ჯარისკაცისგან თითოეული ქვეყნიდან. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯარისკაცების გაგზავნის სურვილი გამოხატეს არა მარტო ევროპულმა, არამედ სხვა ქვეყნებმაც.

„არავითარ შემთხვევაში არ შეუძლიათ უკრაინელებს ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა უსაფრთხოების რაიმე გარანტიების გარეშე“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.