ემანუელ მაკრონი რუსეთში საფრანგეთის ნახევარფინალურ მატჩს დაესწრება
ემანუელ მაკრონი რუსეთში საფრანგეთის ნახევარფინალურ მატჩს დაესწრება

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩს რუსეთში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაესწრება.  ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. ნახევარფინალური მატჩი საფრანგეთის ნაკრების მონაწილეობით 10 ივლისს გაიმართება.

25 მაისს სანქტ-პეტერბურგში ვიზიტისას ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთში დაბრუნდებოდა და საფრანგეთის ნაკრების თამაშს დაესწრებოდა, თუ ის წარმატებით გადალახავდა მეოთხედფინალურ მატჩებს.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები ურუგვაის დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

დატოვე კომენტარი