ემანუელ მაკრონი იმ მინისტრებს შეხვდა, რომლებიც ახალი საპენსიო რეფორმის პროცესში არიან ჩართულები
ემანუელ მაკრონი იმ მინისტრებს შეხვდა, რომლებიც ახალი საპენსიო რეფორმის პროცესში არიან ჩართულები

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმ მინისტრებს შეხვდა, რომლებიც ახალი საპენსიო რეფორმის პროცესში არიან ჩართულები.

საფრანგეთში ტრანსპორტი დღესაც ნაწილობრივ მუშაობდა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა საპენსიო რეფორმას მაინც განახორციელებს. პროფესიული კავშირის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ გაფიცვა გაგრძელდება, ვიდრე მთავრობა რეფორმაზე უარს არ იტყვის.

საპროტესტო აქციები საფრანგეთში მთავრობის მიერ დაანონსებულ საპენსიო რეფორმას მოჰყვა, რომელიც ქულათა სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, ასევე იზრდება საპენსიო ასაკიც.