ემანუელ მაკრონი ევროპელების წინაშე „ბრექსიტის“ საკითხზე სპეციალური მიმართვით წარდგება
ემანუელ მაკრონი ევროპელების წინაშე „ბრექსიტის“ საკითხზე სპეციალური მიმართვით წარდგება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპელების წინაშე „ბრექსიტის“ საკითხზე სპეციალური მიმართვით წარდგება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პრეზიდენტის სასახლესთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, მაკრონი ევროპელებისადმი მიმართვით მიმდინარე თვის ბოლომდე წარდგება და მათ გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

როგორც პრეზიდენტთან დაახლოებული წყარო აღნიშნავს, მაკრონის გამოსვლა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა 2017 წლის სექტემბერში სორბონის უნივერსიტეტში გამოსვლის შემდეგ, როდესაც მაკრონი ევროკავშირის ფუნდამენტური რეფორმის ინიციატივით გამოვიდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, მაკრონი მიმართვით გამოვა დასავლეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე, რომელიც გამოწვეულია აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპის პოლიტიკით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლით. ამასთანავე, ბლოკისთვის მზარდ გამოწვევას წარმოადგენენ ჩინეთი და რუსეთი.

ამას გარდა, საფრანგეთის ლიდერი 26 მაისს დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნების წინ ეცდება, ამომრჩეველი დაარწმუნოს ევროკავშირის პოლიტიკის რეფორმირების აუცილებლობაში.