ემანუელ მაკრონი - ეპიდემიის მხოლოდ დასაწყისში ვართ
ემანუელ მაკრონი - ეპიდემიის მხოლოდ დასაწყისში ვართ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის მხოლოდ დასაწყისია. ამის შესახებ მან პარიზში, სასწრაფო სამედიცინო ცენტრში ვიზიტისას განაცხადა.

მედიის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 85 პროცენტს დაავადება მსუბუქი ფორმით ექნება.

„ჩვენ ეპიდემიის მხოლოდ დასაწყისში ვართ. ეს მოსალოდნელი იყო და ამისთვის მზად ვართ. აქ შესანიშნავი პროფესიონალების გუნდს შევხვდი. ისინი ინოვაციურები და მამაცები არიან. ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთში კორონავირუსით 30 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსის 1 400-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.