ემანუელ მაკრონი - ჩემთვის სწორი შეთანხმება ის არის, რომელიც რაც შეიძლება მალე დაიდება, რაც შეიძლება დაბალი ტარიფებით, ჩვენ არ გვჭირდება ტარიფები აშშ-სა და ევროპას შორის, გვჭირდება ღია ბაზარი
ემანუელ მაკრონი - ჩემთვის სწორი შეთანხმება ის არის, რომელიც რაც შეიძლება მალე დაიდება, რაც შეიძლება დაბალი ტარიფებით, ჩვენ არ გვჭირდება ტარიფები აშშ-სა და ევროპას შორის, გვჭირდება ღია ბაზარი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად დადებას ითხოვს.

„ჩემთვის სწორი შეთანხმება ის არის, რომელიც რაც შეიძლება მალე დაიდება, რაც შეიძლება დაბალი ტარიფებით, რომელიც სამართლიანი და მტკიცე უნდა იყოს. ჩვენ არ გვჭირდება ტარიფები შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის, არამედ გვჭირდება ღია ბაზარი“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მაკრონის თქმით, იმედი აქვს შეთანხმების, რომელიც ნულოვან ტარიფებს უზრუნველყოფს, მაგრამ უფრო რეალისტურია „ამერიკელებისთვის მინიმალური პირობების მიღწევა“, კერძოდ, „ათი პროცენტი ათი პროცენტის ფასად“.

როგორც ცნობილია, ევროკავშირს 9 ივლისამდე აქვს ვადა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სავაჭრო შეთანხმების დასადებად, ვიდრე ევროკავშირისთვის ტარიფები 50 პროცენტამდე გაიზრდება.