ემანუელ მაკრონი ავღანეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ხვალ უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს
ემანუელ მაკრონი ავღანეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ხვალ უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ავღანეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ხვალ, 16 აგვისტოს ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს.

მედიის ცნობით, საბჭოს სხდომა შუადღისას ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაიმართება.

თავად მაკრონი ამჟამად თავის საზაფხულო რეზიდენციაში – ფორტ დე ბრეგანსონში იმყოფება.

დაჯგუფება „თალიბანმა“ დღეს ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა. ავღანეთის მთავრობასა და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.