ემანუელ მაკრონი - ავღანეთში დესტაბილიზაცია საფრთხეს უქმნის უკონტროლო მიგრაციის ნაკადებს ევროპაში
ემანუელ მაკრონი - ავღანეთში დესტაბილიზაცია საფრთხეს უქმნის უკონტროლო მიგრაციის ნაკადებს ევროპაში

ავღანეთში დესტაბილიზაცია საფრთხეს უქმნის უკონტროლო მიგრაციის ნაკადებს ევროპაში, – აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

„ავღანეთში დესტაბილიზაცია საფრთხეს უქმნის ევროპაში არარეგულირებული მიგრაციული ნაკადების წარმოქმნას“, – აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, ავღანეთი ხელახლა არ უნდა იქცეს ტერორისტთა თავშესაფრად, რადგან ეს საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და საერთაშორისო სტაბილურობას.

დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი დაიკავა და ქვეყანაში „ავღანეთის ისლამური ემირატის“ დაარსების შესახებ განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ავღანეთი დატოვა.