ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში გაემგზავრება, თუ ეს კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად სასარგებლო იქნება
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ის გაემგზავრება უკრაინაში იმ შემთხვევაში, თუ ეს შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად სასარგებლო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„მე არ გავაკეთებ ამას მხოლოდ საელჩოში ვიზიტისთვის“, – განაცხადა მაკრონმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მისმა ვიზიტმა უნდა წამოიწყოს ახალი პროცესი.
„თუ ჩვენ შევძლებთ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის დიალოგის განახლებას, მაშინ შესაძლოა, ვიზიტი სასარგებლო იყოს“, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.