ემანუელ ადებაიორი - მოურინიო ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია
ემანუელ ადებაიორი - მოურინიო ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია

„არსენალის“, „რეალისა“ და „ტოტენჰემის“ ყოფილმა ფორვარდმა, ემანუელ ადებაიორმა აზრი გამოთქვა პორტუგალიელი სპეციალისტის ჟოზე მოურინიოს შესახებ, რომლის ხელმძღვანელობითაც თავის დროზე მადრიდულ კლუბში თამაშობდა.

„მომწონს მოურინიო, ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვქონდა, – თქვა თავდამსხმელმა. – სწორედ მან მიმიყვანა „რეალში“, მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო გუნდში ჩემთვის ადგილის მოძებნა. ერთადერთი ტიტული კარიერაში სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოვიპოვე. ახლა ის „ტოტენჰემშია“ და მე მას წარმატებას ვუსურვებ. ის საუკეთესო მწვრთნელია ფეხბურთის ისტორიაში“.

დასრულებულ სეზონში მოურინიოს „ტოტენჰემი“ მეექვსე ადგილზე გავიდა პრემიერლიგაში.