ემა რადუკანუ კორტზე დაბრუნდა და მსოფლიოს მე-100 ნომერთან დამარცხდა #1TVSPORT
ემა რადუკანუ კორტზე დაბრუნდა და მსოფლიოს მე-100 ნომერთან დამარცხდა #1TVSPORT

აშშ-ის ღია პირველობაზე ტრიუმფის შემდეგ, პირველად გავიდა კორტზე ბრიტანელი ემა რადუკანუ. ინდიან უელსის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის მეორე წრეში მან ორ სეტში წააგო მსოფლიოს მე-100 ჩოგანთან, ბელარუს ალექსანდრა სასნოვიჩთან – 2:6, 4:6.

პირველ სეტში რადუკანუ უშანსოდ იყო – არც ერთი ბრეიკპოინტიც კი არ ჰქონია, მისმა მეტოქემ ორი ბრეიკის შესრულება შეძლო.

მეორე სეტში ბრიტანელს მოგების რეალური შანსი გაუჩნდა, როცა 4:2 ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ რადუკანუს მოწოდება აღარ წაუვიდა და სასნოვიჩმა შეხვედრა ზედიზედ ოთხი გეიმის მოგებით დაასრულა. მას 11 ბრეიკპოინტი ჰქონდა და ხუთი გამოიყენა, რადუკანუს – ხუთი ბრეიკპოინტი და ორი გამოყენებული შანსი. ემამ კატასტროფულად ითამაშა მეორე მოწოდებაზე – 21 გათამაშებიდან ხუთი ქულა აიღო.