„ემ-ელ-ეს“-მა (MLS) 2020 წელის „ოლ სტარი“ გააუქმა
„ემ-ელ-ეს“-მა (MLS) 2020 წელის „ოლ სტარი“ გააუქმა

მეიჯორ სოკერ ლიგის“ (MLS) ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება – 2020 წელს არ ჩაატაროს ტრადიციული „ყველა ვარსკვლავის მატჩი“.

წელს, „ოლ სტარი“ 29 ივლისს, ლოს ანჯელესში იყო დაგეგმილი. მატჩში უნდა ეთამაშათ MLS-ის ვარსკვლავებისა და მექსიკის ჩემპიონატის ნაკრებებს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მეტი თავისუფალი თარიღი გვქონოდა MLS-ის სეზონისთვის, რომელიც 12 მარტიდან შეჩერებულია“, – წერია ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე.

„ყველა ვარსკვლავის მატჩი“ ამერიკულ სოკერში 1996 წლიდან ტარდება.