ელვისებურ ჭადრაკში პირველი ოფიციალური ონლაინ ტურნირი 22 მარტს გაიმართება
ელვისებურ ჭადრაკში პირველი ოფიციალური ონლაინ ტურნირი 22 მარტს გაიმართება

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ chess.com-ზე ორგანიზებული პირველი (სატესტო) ონლაინ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ნიკა ვოლკოვის გამარჯვებით დასრულდა.

შეგახსენებთ, პირველი ოფიციალური ონლაინ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში 22 მარტს 18:00 საათზე გაიმართება. შეჯიბრზე დაწესებულია სხვადასხვა სახის პრიზები.

მონაწილეთა რეგისტრაცია, 22 მარტს 17:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.