ელვინ ტერას სავიზო პრობლემა მოგვარდა - „საბურთალო“ კენიელ ლეგიონერს ერევანში ელის
ელვინ ტერას სავიზო პრობლემა მოგვარდა - „საბურთალო“ კენიელ ლეგიონერს ერევანში ელის

„საბურთალო“ ერევანშია და ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „არარატ არმენიასთან“ მატჩამდე დედაქალაქის რესპუბლიკურ სტადიონზე ივარჯიშა.

გიორგი ჭიაბრიშვილმა ნაკრები ერევანში შემდეგი შემადგენლობით წაიყვანა:

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი.

მცველები: ნიკოლოზ მალი, გრიგოლ ჩაბრაძე, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა.

ნახევარმცველები: ლევან კაკუბავა, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, გეგა დიასამიძე, ლევან ყენია.

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე, გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი.

გუნდს ტრავმირებული ვაგნერ გონსალვესი ვერ დაეხმარება.

სავიზო პრობლემების გამო, ერევანში ჯერ არც ელვინ ტერა ჩასულა. 22 წლის კენიელ ნახევარმცველს ერევანში დღესაც უშედეგოდ ელოდნენ, მაგრამ ვიზა კიდევ არ ჰქონდა. თუმცა, „საბურთალოდან“ საქართველოს პირველ არხს აცნობეს, რომ ელვინ ტერას საკითხი ფაქტობრივად მოგვარდა და ფეხბურთელი სომხეთში დაგვიანებით, მაგრამ მაინც გაემგზავრება. შეგახსენებთ, რომ ტერა მარტში კენიის ოლიმპიურ (23-წლამდელთა) ნაკრებში გამოიძახეს.

„საბურთალოსა“ და „არარატ არმენიას“ მატჩი ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე 6 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.