ელსეიდ ჰუსაის „ნაპოლიდან“ წასვლა სურს
ელსეიდ ჰუსაის „ნაპოლიდან“ წასვლა სურს

„ნაპოლის“ ალბანელ მცველ ელსეიდ ჰუსაის მიმდინარე ზაფხულს გუნდის დატოვებს სურს და შესაბამისი ოფიციალური განცხადებით კლუბს უკვე მიმართა. ამ ინფორმაციას „გაძეტა დელო სპორტი“ ავრცელებს.

როგორც ირკვევა, 26 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილოა გუნდში თავისი სტატუსით, რადგან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ჯოვანი დი ლორენცოსთან კონკურენციაში ფავორიტად არ გამოიყურება. როდესაც ნაპოლის მაშინდელი მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი ჩელსიში დაინიშნა,  ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰუსაი ლონდონურ გუნდში გადავიდოდა, თუმცა ეს ტრანსფერი საბოლოოდ არ შედგა.

ჰუსაი იტალიურ გუნდში 2015 წელს „ემპოლიდან“ გადავიდა და მასში ნეაპოლელებმა 5 მილიონი ევრო გადაიხადეს. მიმდინარე სეზონში ალბანელმა 13 მატჩი გამართა, ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა და სამი ყვითელი ბარათი მიიღო.