ელმასი „ლაიფციგში“ ითამაშებს - ჩრდილოეთ მაკედონიელი გუნდს იანვარში დატოვებს #1TVSPORT
ელმასი „ლაიფციგში“ ითამაშებს - ჩრდილოეთ მაკედონიელი გუნდს იანვარში დატოვებს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიასთან კონკურენციაში დამარცხებული ელიფ ელმასი კარიერას ბუნდესლიგის „ლაიფციგში“ გააგრძელებს. ჩრდილოეთ მაკედონიელი შემტევი ნახევარმცველი გერმანულ კლუბთან კონტრაქტს 2028 წლამდე გააფორმებს, – ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.

„ჩრდილოეთ მაკედონელი ფეხბურთელი „ნაპოლის“ სავარაუდოდ იანვარში დატოვებს. ის ბუნდესლიგაში გადასასვლელად მზად არის. იანვრის სატრანსფერო „ფანჯარა“ ახლოვდება. ელიფ ელმასი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ღირებული ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია „ნაპოლი“ დატოვოს. „რედ ბულ ლაიფციგმა“ ბალკანელ ნახევარმცველთან შეთანხმებას მიაღწია და ნეაპოლიტანურ კლუბს დაახლოებით 25 მილიონი ევროს წინადადება წარუდგინა.

ბურთი ახლა აურელიო დე ლაურენტისის „მოედანზეა“, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, დაეთანხმოს თუ არა გერმანული კლუბის შეთავაზებას ფეხბურთელზე, რომელსაც იტალიურ გუნდთან კონტრაქტი 2025 წელს ეწურება. ტრანსფერის დეტალებს რაც შეეხება – „ლაიფციგმა“ ის აირჩია ნამდვილი ლეგენდის, ემილ ფორსბერგის ნაცვლად, რომელიც გერმანულ კლუბს რვა წლის შემდეგ დაემშვიდობა და „ნიუ-იორკ რედ ბულში“ გადავიდა“, – წერს Bild.

კონტრაქტთან დაკავშირებით, დეტალებს ასევე ავრცელებს Sky Sport Germany – „ლაიფციგსა“ და ელმასს შორის შეთანხმება 2028 წლამდე იქნება ძალაში. ეს ძალიან ავტორიტეტული წყაროს დადასტურებაა. ელმასი სეზონში დაახლოებით 3 მილიონს ევროს მიიღებს.