ელიზაბეთ რუდი – საქართველოს შეუძლია, დაძლიოს ის გამოწვევები, რაც დღეს აქვს, საელჩოში ყველა მოხარული ვართ, რომ ზაფხულს საქართველოში ვატარებთ

21:58, 03.07.2019

საქართველოს შეუძლია, დაძლიოს ის გამოწვევები, რაც დღეს აქვს, საელჩოში ყველა მოხარული ვართ, რომ ზაფხულს საქართველოში ვატარებთ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა რუსეთის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა.

„საქართველო ძლიერი და სტაბილური ერია. მას აშშ-სა და სხვა მრავალი პარტნიორის სრული მხარდაჭერა აქვს. საქართველოს შეუძლია, დაძლიოს ის გამოწვევები, რაც დღეს აქვს და აშშ-ის საელჩოში ყველა ძალიან მოხარული ვართ, რომ ზაფხულს საქართველოში ვატარებთ“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

მსგავსი