ელიტ-რაუნდში 17-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები გაირკვა
ელიტ-რაუნდში 17-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები გაირკვა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში დღეს რამდენიმე წილისყრა გაიმართა. შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების მომავალი მეტოქეების გარდა, 2018 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გიორგი ნემსაძის გუნდის მეტოქეებიც გაირკვა.

საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან, პოლონეთთან და მაკედონიასთან ერთად მე-3 ჯგუფში მოხვდა. ელიტ-რაუნდს პოლონეთი 2018 წლის 21, 24 და 27 მარტს უმასპინძლებს.

სიახლე ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას ჯგუფებში გამარჯვებულ 8 ნაკრებიდან 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს. ანუ სულ 16 გუნდი ითამაშებს, როდესაც წლევანდლამდე ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 8 გუნდი თამაშობდა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 2018 წლის 4-20 მაისს ინგლისი უმასპინძლებს.

ელიტ-რაუნდში ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

1 ჯგუფი: სერბეთი, ესპანეთი, უკრაინა, ჩეხეთი.

2 ჯგუფი: ბელგია, ხორვატია, შვედეთი, კვიპროსი.

3 ჯგუფი: ირლანდია, პოლონეთი, საქართველო, მაკედონია.

4 ჯგუფი: პორტუგალია, ფინეთი, შვედეთი, სლოვაკეთი.

5 ჯგუფი: იტალია, ისლანდია, ჰოლანდია, თურქეთი.

6 ჯგუფი: საფრანგეთი, ავსტია, დანია, ბოსნია-ჰერცეგოვინა.

7. ჯგუფი: ისრაელი, უნგრეთი, სლოვენია, რუმინეთი

8 ჯგუფი: გერმანია, შოტლანდია, საბერძნეთი, ნორვეგია.