ელისეს სასახლე - ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ რუსეთი საკუთარ მიზნებს „მოლაპარაკების ან ომის გზით“ მიაღწევს
ელისეს სასახლე - ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ რუსეთი საკუთარ მიზნებს „მოლაპარაკების ან ომის გზით“ მიაღწევს

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ რუსეთი საკუთარ მიზნებს „მოლაპარაკების ან ომის გზით“ მიაღწევს.

ელისეს სასახლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, შეწყვიტოს თავდასხმა და უზრუნველყოს უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმება სრულად მისაღები უნდა იყოს უკრაინელებისთვის. მაკრონმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.