ელისანდრო - ამაზე უკეთესი შეგრძნება არ არის, გაიტანო და საქართველოს ევრო 2022-ზე პირველივე შეხვედრის გამარჯვებაში დაეხმარო [ვიდეო] #1TVSPORT
ელისანდრო - ამაზე უკეთესი შეგრძნება არ არის, გაიტანო და საქართველოს ევრო 2022-ზე პირველივე შეხვედრის გამარჯვებაში დაეხმარო [ვიდეო] #1TVSPORT

ფუტსალის ევრო 2022-ზე აზერბაიჯანთან სადებიუტო შეხვედრის მოგების შემდეგ, კომენტარი გააკეთეს საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა:

შაგინია„ასეთ დიდ ტურნირზე თამაში ყოველთვის იყო ჩემი ოცნება – ამ ტურნირზე ჩვენი პირველი მატჩის მოგება უბრალოდ წარმოუდგენელია. შევინარჩუნეთ ცივი გონება და და დანარჩენი ჩვენი გუნდის კლასმა გადაწყვიტა“.

კომენტარი გააკეთა ელისანდრომაც, რომელმაც ანგარიში გასაოცარი გოლით შეამცირა და საქართველოს ნაკრებს თამაშის შემოტრიალების იმედი შეუნარჩუნა: 

„ეს გასაოცარი შეგრძნება! გაიტანო გოლი და დაეხმარო საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრის გამარჯვებაში, ამაზე უკეთესი არაფერია!”.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრა შესანიშნავი გამარჯვებით დაიწყო. ნიდერლანდებში მიმდინარე ევრო 2022-ის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გამოცდილი მეტოქე, აზერბაიჯანის ნაკრები 3:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები უპირატესობა პირველივე წუთებიდან ფლობდა, მაგრამ მე-7 წუთისთვის ორბურთიანი უპირატესობით აზერბაიჯანი დაწინაურდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ამ რთულ მდგომარეობაში შეხვედრის ბედის შემოტრიალება მოახერხა – ელისანდროს, არჩილ სებისკვერიძის და თალესის გოლებით საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია – 3:2.

მეორე ტურში 26 იანვარს საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, ხოლო აზერბაიჯანი – ესპანეთს.