ელისაბედ მეორემ ნატო-ს ლიდერებს ბუკინგემის სასახლეში უმასპინძლა

გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ნატო-ს ლიდერებს ბუკინგემის სასახლეში უმასპინძლა. დედოფალთან ერთად საზეიმო მიღებას დაესწრნენ პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე კამილა. ასევე, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ნატო-ს მოკავშირე ქვეყნების ლიდერები. მათ შორის იყო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

აღსანიშნავია, რომ ტრამპს ბუკინგემის სასახლესთან საპროტესტო აქციით დახვდნენ.

ლონდონი ნატო-ს ლიდერების შეხვედრას მასპინძლობს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებიდან 70-ე წლისთავს ეძღვნება.