ელისაბედ მეორე - ჩვენ ერთმანეთს ისევ შევხვდებით
ელისაბედ მეორე - ჩვენ ერთმანეთს ისევ შევხვდებით

გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელისაბედ მეორემ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა. ეს ისტორიის განმავლობაში დედოფლის მეხუთე სპეციალური მიმართვაა.

ელისაბედ მეორემ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ყველა ადამიანს, მოხალისეებს და თითოეულ ბრიტანელს, რომელიც სახლში რჩება და ამით ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს.

„არაერთი გამოწვევის წინაშე ვმდგარვართ, მაგრამ ეს განსხვავებულია. ჩვენ მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან ერთად ვდგავართ ამ გამოწვევის წინაშე. ჩვენ გავიმარჯვებთ. უკეთესი დღეები დაბრუნდება. ჩვენ ისევ შევხვდებით მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ჩვენ ერთმანეთს ისევ შევხვდებით“, – განაცხადა დედოფალმა ვიდეომიმართვის დროს.