ელიგის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე 16 წლის საბა ხარებაშვილია #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეებში არასრულწლოვანი ფეხბურთელები ლიდერობენ, – ასეთია Transfermarkt-ის შეფასება.
სამენეჯერო ინტერნეტპორტალის განახლებული ცნობით, სიას კვლავ „დინამო თბილისის“ 16 წლის მცველი საბა ხარებაშვილი ლიდერობს, რომელმაც ივნისში საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა – საბას სატრანსფერო შეფასება 1,2 მილიონი ევროა და ელიგის ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც მილიონიან ზღვარს გადააბიჯა.
მეორე ადგილი დაკარგა მისმა თანაგუნდელმა, 17 წლის ვახტანგ სალიამ, რომელიც მესამეა. მეორე პოზიციაზე კი ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეული, სერბი თავდამსხმელი კომნენ ანდრიჩია (0.850). ხუთეულში ასევე არიან ქუთაისელთა ახალი კაპიტანი ლადო მამუჩაშვილი ( 0.650) და მოქმედი ჩემპიონის, „იბერიის“ კაპიტანი გიზი მამაგეიშვილი (0.600).
ელიგის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეები:
1. საბა ხარებაშვილი, დინამო თბ. 1.20 მლნ ევრო
2. კომნენ ანდრიჩი, ტორპედო 0.850
3. ვახტანგ სალია, დინამო თბ. 0.800
4. ლადო მამუჩაშვილი, ტორპედო 0.650
5. გიზი მამაგეიშვილი, იბერია 0.600