ელიგის საუკეთესო ლეგიონერი - უკრაინაში ესმით, რომ კარგი მოთამაშეები საქართველოშიც არიან
ელიგის საუკეთესო ლეგიონერი - უკრაინაში ესმით, რომ კარგი მოთამაშეები საქართველოშიც არიან

საქართველოს ჩემპიონატის შესახებ უკრაინულ გამოცემა „ტრიბუნასთან“ გორის „დილას“ ფორვარდმა, მიკოლა კოვტალიუკმა ილაპარაკა და განაცხადა, რომ უკრაინულ კლუბებს საინტერესო მოთამაშეები ეროვნულ ლიგაშიც შეუძლიათ მოძებნონ.

„ბოლო წლებში საქართველოს ჩემპიონატში უფრო და უფრო მეტი უკრაინელი ლეგიონერი მოდის. ისინი კარგი ფეხბურთელები არიან. ის ფაქტი, რომ ივანისენიამ თავისი კარიერა თბილისში გადატვირთა, მერე უკეთეს დონეზე უკრაინულ გუნდში გადავიდა და „ზორიაში“ უკრაინის ნაკრების ყურადღება მიიპყრო, თავისთავად ბევრზე მეტყველებს. როგორც ჩანს, უკრაინაში ესმით, რომ საქართველოში შეიძლება კარგი მოთამაშე მონახო“, – ამბობს კოვტალიუკი.

ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა და ლეგიონერმა ეროვნული ლიგის სხვა ნიუანსებზე ილაპარაკა: „რა თქმა უნდა, ქართულ ფეხბურთში პრობლემები არის – შეგიძლიათ, ისაუბროთ ინფრასტრუქტურაზე, მსაჯობასა და სხვა საკითხებზე. ეს ყველაფერი არის, მაგრამ დღეს საქართველოს ჩემპიონატის დონე უფრო მეტად გათანაბრებულია, ვიდრე უკრაინაში“.