ელიგაში ყველაზე ძღვირადღირებული „დინამო თბილისია“ - ქართული ჩემპიონატი ევროპაში 42-ე ადგილზეა #1TVSPORT
ელიგაში ყველაზე ძღვირადღირებული „დინამო თბილისია“ - ქართული ჩემპიონატი ევროპაში 42-ე ადგილზეა #1TVSPORT

ტრანსფერმარკტის“ განახლებული შეფასებებით, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის (ეროვნული ლიგა) 2021 სეზონის ყველაზე ძვირადღირებული გუნდი „დინამო თბილისია“, რომელმაც ბოლოდროინდელ ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ გადაასწრო. 

სამეულში ასევე შედიან ბათუმის „დინამო“ (5.21) და თბილისის „ლოკომოტივი“ (4.95). ყველაზე დაბალი შეფასება ქობულეთის „შუქურას“ აქვს, რომლის მოთამაშეთა ჯამური ფასი 2,43 მილიონი ევროა.

ელიგის კლუბების ჯამური ფასი

თბილისის დინამო 6.01

ბათუმის დინამო 5.21

ლოკომოტივი 4.95

საბურთალო 3.89

გორის დილა 3.83

თელავი 3.05

სამტრედია 2.63

ტორპედო 2.59

სამგურალი 2.59

შუქურა 2.43

ჯამური ფასი 37.15 მილიონი ევრო

ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასი 37.15 მილიონი ევრო გახდა. ამ მაჩვენებლით ჩვენი ლიგა ევროპის ყველა ლიგას შორის (მათ შორის წამყვანი ქვეყნების მეორე ლიგებიცაა შეყვანილი) 42-ე ადგილზეა. მოულოდნელი ფაქტია, რომ ეროვნულმა ლიგამ ამ მაჩვენებლით ფინეთის ჩემპიონატს გადაასწრო, რომელიც 34,5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.