ელიგაში წრის საუკეთესო ფეხბურთელი ჯიღაურია #1TVSPORT
ელიგაში წრის საუკეთესო ფეხბურთელი ჯიღაურია #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა საქართველოს ჩემპიონატის მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა – ლიგის რჩეული ჯაბა ჯიღაური გახდა.

ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ფლანგის 29 წლის შემტევი 11 გოლით და 5 საგოლე გადაცემით ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო და სასარგებლო მოთამაშეა.

რაც შეეხება კონკრეტულად მესამე წრეს, ბათუმის „დინამოს“ შემტევმა 9 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ამით გუნდს კონკურენტ „დინამო თბილისთან“ უპირატესობის გაზრდაში დაეხმარა.

ჯაბა ჯიღაური საქართველოს ნაკრების ნახევარმცველია. მას „ჯვაროსნების“ შეკრებაზე 2016 წლიდან სისტემატურად იწვევენ და მისი ფორმა 15 მატჩში მოირგო.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა ჯიღაური უეფა-ს ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროტურნირების სამივე სხვადასხვა ტურნირზე გოლის გატანა მოახერხა. 29 წლის ნახევარმცველმა გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ახლა უკვე კონფერენს ლიგის ეგიდით და ეს სამი სხვადასხვა გუნდის მაისურით შეძლო.

ჩემპიონთა ლიგაზე ჯიღაურმა 2016/17 წლის სეზონში, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხურ „ალაშკერტს“ (1:1) „დინამო თბილისის“ მაისურით გაუტანა. ევროპა ლიგაზე გოლი ანგარშზე საჩხერეს „ჩიხურაში“ თამაშისას 2013 წელს „ვადუცთან“ (1:1) ჩაიწერა, ხოლო კონფერენს ლიგაზე ბათუმის „დინამოში“ წელს „ტრე პენესთან“ (4:0) გაიტანა.

დატოვე კომენტარი