ელიფ ელმასი თავს მშვენივრად გრძნობს - მინდა, რომ „ნაპოლის“ დავეხმარო
ელიფ ელმასი თავს მშვენივრად გრძნობს - მინდა, რომ „ნაპოლის“ დავეხმარო

ელიფ ელმასი ჯანმრთელადაა და 90 წუთის სათამაშოდ მზად არის, – ამის შესახებ ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ნახევარმცველმა ევროპა ლიგაზე „რიეკასთან“ მე-3 ტურის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნეაპოლელებირიეკას“ ხორვატიაში სტუმრობენ და ელმას იმედი აქვს, რომ კორონავირუსით გამოწვეული დიდხნიანი პაუზის შემდეგ, კვლავ გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვდება.

კორონავირუსის გამო, იზოლირებულად ათი დღე გავატარე. გამოსაჯანმრთელებლად დრო კი დამჭირდა, მაგრამ ახალგაზრდა ვარ, სწრაფად გამოვედი მდგომარეობიდან და ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ. მიმაჩნია, რომ სათამაშოდ მზად ვარ და მინდა დავეხმარო, მაგრამ ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვითამაშებ თუ არა“, – თქვა ელმასმა.

ევროპის ლიგის „ფ“ ჯგუფის შეხვედრა „რიეკასა“ დ „ნაპოლის“ შორის დღეს, 21:55 საათზე დაიწყება.