სატრანსფერო „ფანჯრის“ ბოლო დღეს „ნაპოლიმ“ 25 წლის ჩრდილომაკედონიელი ნახევარმცველი ელიფ ელმასი „ლაიფციგიდან“ იჯარით დაიბრუნა.
ფეხბურთელი „პარტენოპეის“ რიგებში ერთი სეზონის განმავლობაში ითამაშებს, რის შემდეგაც იტალიურ კლუბს მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება.
ელმასი უკვე იცნობდა ნეაპოლურ კლუბს – 2019-2023 წლებში სწორედ „ნაპოლიში“ ასპარეზობდა და ამ დროის განმავლობაში 189 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.
2024 წლის ზამთარში ის „ლაიფციგში“ 24 მილიონ ევროდ გადავიდა, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარში იჯარით „ტორინოს“ მაისურით გამოდიოდა.