ელგუჯა ხოკრიშვილი - საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი წლის დასაწყისთან შედარებით შემცირებულია
ელგუჯა ხოკრიშვილი - საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი წლის დასაწყისთან შედარებით შემცირებულია

საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი წლის დასაწყისთან შედარებით შემცირებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა გერმანიაში საქართველოს ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, რომელიც „ელჩების კონფერენცია 2018“-ს ესწრება.

„ბოლო პერიოდში, ბოლო თვის სტატისტიკას თუ ავიღებთ, გერმანიის ფედერალურ მთავრობასთან და ასევე ფედერალური მიწების მთავრობის დონეზე. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. აქედან გამომდინარე, დღეს გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ამ წლის დასაწყისის მონაცემებთან შედარებით ძალიან შემცირებულია. ამიტომ, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.