უიმბლდონის ღია პირველობა ქალებში ყველასათვის მოულოდნელად 23 წლის ყაზახი ელენა რიბაკინას გამარჯვებით დასრულდა. ჩოგბურთელმა, რომელიც ლონდონში მე-17 ნომრად იყო განთესილი, ფინალში მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი უნს ჟაბერი (ტუნისი) სამ სეტში – 3:6, 6:2, 6:2 დაამარცხა.
ტურნირზე მსოფლიოს პირველი ჩოგანის, იგა შვიონტეკის გავარდნის შემდეგ , ტუნისელი უიმბლდონის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა.
ელენა რიბაკინა მოსკოვშია დაბადებული, 2018 წლიდან კი ყაზახეთის სახელით თამაშობს. რიბაკინამ 2022 წლის დიდი სლემის მესამე ტურნირის მოგებით კარიერაში მესამე ტიტული მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ყაზახი ჩოგბურთელი ტოკიოს 2022 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.
უიმბლდონზე ვაჟთა ფინალი ხვალ გაიმართება, სადაც ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ავსტრალიელი ნიკ კირიოსი დაუპირისპირდებიან.