„ელ მუნდო დეპორტივო“ - დემბელე „იუვენტუსში“ გადასვლას დათანხმდა
„ელ მუნდო დეპორტივო“ - დემბელე „იუვენტუსში“ გადასვლას დათანხმდა

„ბარსელონას“ ფორვარდმა უსმან დემბელემ შესაძლოა კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

„ელ მუნდო დეპორტივოს“ ინფორმაციით, ფრანგმა „იუვენტუსის“ სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის ყურადღება მიიპყრო მაშინ, როცა მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მირალემ პიანიჩისა და არტურის გაცვლის თაობაზე.

გარიგების განხორციელების შანსს ზრდის კარგი ურთიერთობა პარატიჩსა და ფეხბურთელის აგენტ მუსა სისოკოს შორის.

იტყობინებიან, რომ „ბარსელონა“ აპირებს 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მსხვილი თანხა მიიღოს, მაგრამ „იუვენტუსს“, თავდაპირველად, დემბელეს იჯარით აყვანა სურს, რადგან ფრანგს ტრავმებისკენ აქვს მიდრეკილება.

ასევე წერენ, რომ თავად ფეხბურთელმა უკვე მისცა თანხმობა „იუვენტუსში“ გადასვლას.

ამ სეზონში დემბელემ მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში და ერთი გოლი გაიტანა.