„ელ კლასიკოს“ დაესწრება კლუბი ქალაქ უჰანიდან, რომელიც კორონავირუსის მთავარი კერაა
„ელ კლასიკოს“ დაესწრება კლუბი ქალაქ უჰანიდან, რომელიც კორონავირუსის მთავარი კერაა

ლა ლიგას ხელმძღვანელობამ და მადრიდის „რეალმა“ „ელ კლასიკოზე“ დასასწრებად მიიპატიჟა ჩინური საფეხბურთო კლუბი „უჰან ჟალი“. „რეალისა” და „ბარსელონას” შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პირველ მარტს გაიმართება.

„უჰან ჟალი“ შეკრებაზე იმყოფებოდა ესპანეთში, ახლა კი შინ დაბრუნებას ვერ ახერხებს, რადგან სწორედ ქალაქი უჰანია მიჩნეული კორონავირუსის კერად. შაბათს, კლუბის ფეხბურთელები ლა ლიგას ოფისს ესტუმრებიან, კვირას „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „კლასიკოს“ ნახავენ, ორშაბათს კი „რეალის“ დირექტორი ემილიო ბუტრაგენიო ექსკურსიას ჩაუტარებს მადრიდულ სტადიონზე.