„ელ კლასიკო“ შეიძლება „უემბლიზე“ გაიმართოს #1TVSPORT
„ელ კლასიკო“ შეიძლება „უემბლიზე“ გაიმართოს #1TVSPORT

ცნობილია, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა განიხილავს ვარიანტს – ლა ლიგას 35-ე ტურში მადრიდის „რეალს“ ესპანეთის საზღვრებს გარეთ უმასპინძლოს. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა AS-მა რადიო SER Catalunya-ზე დაყრდნობით.

კატალონურ კლუბში ამ მატჩის ჩატარება განახლებულ „კამპ ნოუზე“ სურდათ, მაგრამ სტადიონის საბოლოო რეკონსტრუქცია თამაშის თარიღისთვის (11 მაისი) არ ესწრება. ამასთან, ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც დღეს გუნდი თამაშობს, მუსიკალური კონცერტების სერიაა დაგეგმილი.

გაზეთ Daily Mail-ის ინფორმაციით, „ელ კლასიკოს“ ჩატარების ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია ლონდონის ლეგენდარული სტადიონი „უემბლი“, რომელიც ტევადობით (90 ათასი) მეორეა ევროპაში „კამპ ნოუს“ შემდეგ.  „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ „უემბლის“ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გუნდის გულშემატკივართა გულებში, რადგან კატალონურმა გრანდმა 1992 და 2011 წლებში სწორედ ამ სტადიონზე მოიგო ჩემპიონთა თასი.

აღსანიშნავია, რომ ლა ლიგასა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა მხარს უჭერს კატალონელთა ამ ინციატივას.